|
2018-07-03 11:46:51, 669 ნახვა
საზოგადოება
ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385 ვიზიტი განხორციელდა - ყველაზე მეტი რუსეთიდან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385 ვიზიტი განხორციელდა. როგორც ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ვიზიტორთა ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.8%-ია. მისივე თქმით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან (+27.5%) შემოვიდა, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია (+10%), შემდეგ სომხეთი (-5.5%) და თურქეთი +(14.7%) . "პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +73%, ჩეხეთი +72%, გერმანია +63.6%, საფრანგეთი +44.3%, პოლონეთი +36.7,გაერთიანებული სამეფო +32.5%, იტალია +27.2% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +955.5%, ქუვეითი +395.8%, კორეის რესპუბლიკა +192.8%, არაბთა გაერთიანებული საამიროები +159.3%, ჩინეთი +92.3%, ბელარუსი +56.9%. 2018 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 3,561,961 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია", - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)