16:52 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 11:28:54, 591 ნახვა

რეგიონი
წელს აჭარაში 100 წელი 6 მოქალაქეს შეუსრულდა

აჭარაში 100 წელი კიდევ ერთ მოქალაქეს შეუსრულდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შადიე ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის მკვიდრია. უხუცეს ქალბატონს 100 წლის იუბილე ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ დიმიტრაძემ მიულოცეს და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცეს.

„100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წლის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 33 მოქალაქე ცხოვრებს. ყველა მათგანი ქალბატონია. ყველაზე უხუცესი კი ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 112 წლის ფიქრიე ირემაძეა. წლის ბოლომდე 100 წელის კიდევ 5 მოქალაქეს შეუსრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics