00:02 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 18:01:11, 514 ნახვა

საზოგადოება
მობილური ექსტენციის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ფერმერები კონსულტაციებს იღებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის სოფლებში ფერმერებს სპეციალისტებმა კონსულტაციები გაუწიეს.

ფერმერებს ინფორმაცია მიეწოდათ მცენარეთა დაცვის, კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და ვეტერინარიის მიმართულებებით. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივების მეურნეობები დაათვალიერეს  და დაინტერესებულ პირებს დარგის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფოს პროგრამები გააცნეს. 

პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტის მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და კონსულტაციების გაწევაა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics