|
2018-07-02 16:58:27, 500 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში სკვერის მოწყობისა და საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის N2ა-სა და თავდადებულის ქუჩის N26 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩის N2ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობის თხოვნოთ, საბავშვო ბაღთან მისავლელი გზის რეაბილიტაციაც ხორციელდება, 4000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო ბორდიური. თავდადებულის ქუჩის N26 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით, 2800 კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორივე პროექტის ღირებულება 388 514 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასევე, პეტრიწის N12-თან სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა ატრაქციონები დამონტაჟდება. სკვერში მოეწყობა ფიტნეს ზონა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დიდ დიღომში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „დიდ დიღომში, სხვადახვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები ორ მისამართზე, ხოლო სკვერის მოწყობა ერთ მისამართზე მიმდინარებს. აღსანიშნავია, რომ პეტრიწის ქუჩაზე საბავშვო ბაღთან მისავლელი გზაც დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება კომფორტული გახდება. დიდ დიღომში, მიმდინარე წელს, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. საგზაო სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“, ხოლო სკვერის მოწყობის პროექტს შპს „გრინსერვის+“ ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)