|
2018-07-02 16:32:27, 533 ნახვა
საზოგადოება
ქვემო სამგორში ახალი სპორტული მოედნები მოეწყო
ქვემო სამგორში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გუმათჰესის ქუჩაზე, N2 კორპუსის მიმდებარედ, 450 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედანი ეწყობა, სადაც ამჟამად, ბალახის ხელოვნური საფარი იგება. სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 77 443 ლარს შეადგენს. 450 კვ.მ ფართობის სტადიონის მოწყობა ასევე, ოცხელების ქუჩაზე, N25ა კორპუსის მიმდინარედაც ხორციელდება. აღნიშნულ სამუშაოებს გემგეობის კონტრაქტორი შპს „პე-ბე“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი, 77 832 ლარია. ნავთლუღის მეორე დასახლებაში ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. მე-3 ქუჩის N1ა-ს მიმდებარედ, 510 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედანი ტრიბუნებით, ღამის განათებით, კონსტრუქციული გადახურვითა და შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსებით მოეწყო, მე-4 ქუჩის მიმდებარედ კი, 330 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი გაიხსნა. ქვემო სამგორში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და დასრულებული პროექტები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)