|
2018-07-02 15:32:23, 531 ნახვა
საზოგადოება
სკრინინგის მუნიციპალური პროგრამების შესახებ აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს ინფორმაცია მიეწოდათ
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო დღეს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისის N175, N173, N39, N177, N207 საჯარო სკოლებში მოწყობილი საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს სასმელი წყალი და სკრინინგის უფასო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბეჭდური მასალა დაურიგეს. აქციაზე განსაკუთრებულად დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა: სკრინინგის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ასაკობრივი კრიტერიუმები, რამდენად ვრცელდება აღნიშნული პროგრამა რეგიონში რეგისტრირებულთათვის, პროგრამაში ჩართვისა და გამოკვლევების ჩასატარებლად მოსამზადებელი პროცედურები და ადრეული დიაგნოსტიკის უპირატესობები. აქცია მიმართულია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის თაობაზე ცნობიერების ამაღლებისკენ და იმ უფასო გამოკვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისკენ, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს ქალაქ თბილისის მერია. ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიზანია ადრეული დიაგნოსტიკის გზით სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, რაც მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)