|
2018-07-02 11:10:42, 554 ნახვა
საზოგადოება
რეისი ქუთაისი-დორტმუნდი 12:00 საათზე შესრულდება
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ავიაკომპანია "ვიზეარის" კუთვნილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის მიმართელით 12:00 საათზე გაფრინდება. მგზავრებს ამის შესახებ აეროპორტის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა. როგორც აეროპორტში ავიაკომპანია ვიზეარზე დაყრდნობით აცხადებენ, თვითფმრინავის აფრენამდე დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, რის შემდეგაც ხომალდის კაპიტნის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი სადგომზე დაბრუნდა. ავიაკომპანიის ინჟინრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის თვითფმრინავი მწყობრშია და რეისს ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს. რაც შეეხება თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩენილ კვამლს, წინასწარი ინფორმაციით, ის ძლიერმა დამუხრუჭებამ გამოიწვია. "თვითმფრინავი იმყოფებოდა ასაფრენ რეჟიმში, სიჩქარე საჰაერო ხომალდს უკვე აკრეფილი ჰქონდა. რა დროსაც, სიჩქარის ერთ-ერთმა მაჩვენებელმა, მოგეხსენებათ თვითმფრინავს სიჩქარის რამდენიმე მაჩვენებელი გააჩნია, არასწორი მონაცემები დააფიქსირა. ეკიპაჟმა იმ წუთსავე მიიღო ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მკვეთრად დაამუხრუჭა. დამუხრუჭებამ გამოიწვია კვამლი. ეს ინფორმაცია შემოწმების შედეგად ვიზეარის ინჟინრებმა მოგვაწოდეს", - განაცხადა ქუთაისის აეროპორტის მენეჯერმა ედუარდ მნაცაკანიანმა. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში დაგეგმილ სხვა რეისებს, ინფორმაციას მომდევნო რეისების შესრულებასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ვიზეარის სათაო ოფისიდან ელოდება და მიღებისთანავე გაავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)