|
2018-07-02 10:52:09, 567 ნახვა
საზოგადოება
მომავალი წლიდან, ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს
მომავალი წლიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია განთავსებული, არსებული ელექტროქსელი კონდიციონერის დატვირთვას ვერ უძლებს. აქედან გამომდინარე, რადგანაც ეს ატიპიური ტემპერატურა იყო მოსალოდნელი 2-დან 5 ივლისის ჩათვლით, ჩვენ გადავწყვიტეთ, გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რათა ელექტროსისტემამ კონდიციონერების დატვირთვას გაუძლოს. ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. ჩემი მოსაზრება გახლავთ, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე და მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე - გაზაფხულის ბოლოს, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)