|
2018-06-30 18:26:45, 807 ნახვა
საზოგადოება
საქველმოქმედო აქცია, სადაც „გირჩი“ სტუმრებს კანაფით გაუმასპინძლდება, დახურული იქნება
„გირჩის“ საქვლემოქმედო ღონისძიება, სადაც სტუმრებს კანაფით უმასპინძლებენ, დახურული იქნება. როგორც პარტიაში აცხადებენ, მიზეზი შემომწირველი სტუმრების უსაფრთხოებაა. „დღეს, 30 ივნისს გირჩის ოფისში საქველმოქმედო საღამო იმართება, რომელიც მიზნად ისახავს გირჩის წევრისა და ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსის, ნიკა ობოლაძის, ჯარიმისთვის თანხის შეგროვებას. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ეს ღონისძიება ჟურნალისტების მიერ გაშუქებულიყო, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წამოსული მომატებული რისკისა და საზოგადოების მხრიდან არასწორი ინტერპრეტირების საფრთხის გამო, გირჩმა გადაწყვიტა, რომ ღონისძიება დახურული ყოფილიყო. ბრიფინგებისთვის განკუთვნილი ოთახი კვლავინდებურად ღია იქნება მედიისთვის და ამასთან, შეგეძლებათ, ჩაწეროთ გირჩის ყველა ის ლიდერი თუ წარმომადგენელი, რომელიც თქვენთვის საინტერესო იქნება, თუმცა სხვაგან კადრების გადაღება, სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს შეზღუდული იქნება. გირჩი ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობის გამო. ამასთან, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ შესაძლოა, საერთოდ არ გინდოდეთ ასეთ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი ღონისძიების გაშუქება. გვესმის და ვწუხვართ, უბრალოდ, ვუფრთხილდებით შემომწირველი სტუმრების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)