23:54 - 11 Nov, 2026
|
2018-06-30 12:10:06, 759 ნახვა
საზოგადოება
Gallup-ის კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა
Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა. კვლევა „მსოფლიო მართლწესრიგი - 2018“ ამერიკულმა ინსტიტუტმა 142 ქვეყანაში ჩაატარა და მისი მიზანი მართლწესრიგის ინდექსის დადგენა იყო. რეიტინგში საქართველოს 87 ქულა აქვს მინიჭებული. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა. ათეულში ასევე ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია და დანია მოხვდნენ. საფრთხის შემცველი ქვეყნების სათავეში 44 ქულით ვენესუელაა. საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა და სიერა ლეონეც მოხვდნენ. ცნობისთვის, მართლწესრიგის ინდექსის განსაზღვრისთვის სულ 148 000 ადამიანი გამოიკითხა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)