23:54 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 18:31:06, 824 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და „ბრითიშ პეტროლიუმის“ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა, BP-ის ოპერირების ქვეშ მყოფი სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების საკითხები განიხილეს.

ღონისძიების მიზანი იყო კრიზისულ სიტუაციებში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმს“ შორის კოორდინაციისა და კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდა, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების როლისა და პასუხისმგებლობის სფეროების იდენტიფიცირება და მათი ეფექტურობის შეფასება, გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების არსებული სამოქმედო გეგმების გაუმჯობესების გზების განსაზღვრა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics