|
2018-06-29 15:21:40, 557 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ეროვნული არქივის კინოდარბაზში
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – („Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?") - 29 ივნისის სესია საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მიესალმა. 29 ივნისის სესიაზე ლექციებს კითხულობენ: დიმიტრი სილაქაძე, მიხეილ ბახტაძე და ზურაბ ბრაგვაძე. საერთაშორისო ფორუმი და საზაფხულო სკოლა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – („Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?") საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება. 25-26 ივნისს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ხოლო 27-30 ივნისს – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა იმართება. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ კონკურსის წესით შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)