|
2018-06-29 15:06:44, 500 ნახვა
საზოგადოება
ტოვსტონოგოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო 480 გრძივი მეტრი ბორდიური და 1320 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. შესრულებულ სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა. „ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, იგება გზები, რათა მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ასევე, ვხდებით მოსახლეობას, ვეცნობით ადგილობრივების საჭიროებებს და მათთან ერთად ვგეგმავთ სამომავლო პროექტებს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. საგზაო სამუშაოები კომპანია „ბი ემ სიმ“ განახორციელა. ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ასფალტის საფარი დაიგო და ქვაფენილი მოეწყო 16 ქუჩაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)