16:52 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 14:41:01, 554 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ფესტივალი „ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები“ ტარდება

29-30 ივნისს, ბათუმში ხელოვნების საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ფესტივალი "ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები " ჩატარდება.

ფესტივალში 6 ქვეყნის: ლატვიის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსის, რუსეთისა და საქართველოს 450 ხელოვანი, 30 შემოქმედებითი ანსამბლი და 50 ინდივიდუალური შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის მიზანია საქართველოში კულტურული ტურიზმის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ხელოვანების ერთმანეთთან დაახლოება და გამოცდილების გაზიარება.

ფესტივალი მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს. მათ შორის: რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ნიჭიერი ქართველი და უცხოელი პიანისტების კონკურსი გაიმართება. ასევე, საათიდან აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,არსიანი'' დარბაზში ბათუმელი ხელოვანებისგან შემდგარი სპეციალური ჟიური ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის საუკეთესო ანსამბლებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს გამოავლენს.

30 ივნისს 12:00 საათზე, ქართული სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციის მიზნით ქართველი ხელოვანები ფესტივალის უცხოელი მონაწილეებისათვის მასტერკლასებს ჩაატარებენ. პარალელურად, ევროპის მოედანზე აგრარული და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა მოეწყობა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას.

17:00 საათზე კი ფესტივალის მონაწილეების ფლეშმობი შესრულდება, რის შემდეგაც ევროპის მოედანზე ფესტივალის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება. ფესტივალი იმართება ივენთ კომპანია "GEO STUMARI"-ის ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საინფორმაციო მხარდაჭერით. ღონისძიებების ფინანსურ ნაწილს უზრუნველყოფს კომპანია GEO STUMARI, რაც კულტურის კომერციალიზაციის პრეცედენტს ქმნის. პროექტში 20-მდე ბათუმელი ხელოვანი და მოხალისეა დასაქმებული.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics