|
2018-06-28 19:44:48, 794 ნახვა
საზოგადოება
რომეო მიქაუტაძემ სოფელ დილიკაურის ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერა
რეგიონებში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად უკვე დასრულდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის გაზიფიცირება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ დალაქიშვილთან, ზესტაფონის მერ კახაბერ მახათაძესთან და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონული ოფისის დირექტორ დავით ჯაიანთან ერთად ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერა. მათ ადგილობრივი მოსახლის, ამირან საცერაძის ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთეს. სოფელ დილიკაურში გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირს 732 ოჯახი მიიღებს. ბუნებრივი აირით კიდევ 600–მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი სოფელ ფუთშიც - ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და აგვისტოში დასრულდება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დღეისთვის სულ გაზიფიცირებულია ქალაქი ზესტაფონი და 30 სოფელი, საერთო ჯამში ბუნებრივი აირი 18 874 ოჯახს მიეწოდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)