|
2018-06-28 16:54:28, 673 ნახვა
საზოგადოება
მზისგან დამწვრობის გამო, ხეჩინაშვილის კლინიკას უკვე 40-მდე ადამიანმა მიმართა
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრს 1 ივნისიდან დღემდე 40-მდე პაციენტმა მიმართა. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. „ზაფხულის დადგომასთან ერთად დაახლოებით 40-მდე პაციენტს მოვემსახურეთ. აქედან მკურნალობა ექვსს დასჭირდა. მათი ასაკი 14-დან 22 წლამდე მერყეობს. ყველანი მათგანს მიღებული ჰქონდა დამწვრობა რუჯის მიღების შედეგად. დღეს ბოლო ორი პაციენტი გაეწერა“, - განაცხადა ქაშიბაძემ. რაც შეეხება ლეღვის ნახარშით დამწვრობას, მისი თქმით, წელს ასეთი ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა პაციენტმა ნახარში არა რუჯის მისაღებად, არამედ სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენა. „მიზნებისთვის. ახლობელმა ურჩია „პადაგრის“ მოშორების მიზნით და მივიღეთ სავალალო შედეგი. ყველას ვაფრთხილებთ, რომ ლეღვის ნახარში არც რუჯისთვის და არც სამკურნალოდ არ გამოიყენონ“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)