|
2018-06-27 17:35:02, 590 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო
კრწანისის რაიონში, ფონიჭალა 3-ის N26 კორპუსის მიმდებარედ, ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად დაისხა ბეტონის საფუძველი, მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო. ასევე, განახლდა ლითონის მავთულბადიანი ღობე. ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები სრულად რეაბილიტირდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. დასრულებულ სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო. ზემო ფონიჭალის სპორტული მოედნების რეაბილიტაციაზე, რომლითაც მოსახლეობა უკვე სარგებლობს, გამგეობის ბიუჯეტიდან 103 000 ლარი დაიხარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)