|
2018-06-27 17:18:21, 1062 ნახვა
საზოგადოება
საქონელი და მომსახურება 980 ათასი, „სხვა ხარჯები“ – 22 მილიონი - სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" დირექტორის, ზვიად როსტომაშვილის ბრძანების თანახმად, მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების შესყიდვაზე წელს 22 980 000 ლარი დაიხარჯება. წიგნების შესყიდვა "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში მოხდება. ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის ბრძანებას მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოეწერა ხელი. ბრძანებაში მითითებულია, რომ საქონლისა და მომსახურებისთვის, 980 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო დარჩენილი 22 მილიონი ლარი, სხვა ხარჯებს დაფარავს.
"ექსპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა იგულისხმება "სხვა ხარჯებში" და საქართველოს "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" დაუკავშირდა. როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში განაცხადეს, 22 მილიონი ლარი არის სახელმძღვანელოების ბეჭდვის საფასური. "მითითებული თანხა არის საერთო თანხა სახელმძღვანელოების შესასყიდად ყველა კლასისთვის. ჯერ შევისყიდეთ 7-12 კლასის სახელმძღვანელოები, რადგან 1-6 კლასს ახალი გრიფი ენიჭება და ახალ სახელმძღვანელოებს ვბეჭდავთ. 980 ათასში შედის სახელმძღვანელოების შესყიდვა, დისტრიბუცია და ხელფასები, ხოლო 22 მილიონი ლარი არის ბეჭდვის და გამომცემლობებისგან რაც შევისყიდეთ, ის თანხა. ეს თანხა გვჭირდება იმ სახელმძღვანელოების შესასყიდად, რაც პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული. საერთო ჯამში, 23 მილიონში შედის ბეჭდვა, დისტრიბუცია, საწყობში მომუშავე ხალხის ხელფასები და ასე შემდეგ", - აცხადებენ პრესსამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)