|
2015-05-31 19:09:47, 641 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
პოლიციის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეწვია. თეა წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მათ სპეციალური ჯილდო გადასცა. „პოლიციელებმა შეასრულეს დავალება, რაც მე მათ მივეცი სამი წლის წინ, დავალება იმის შესახებ, რომ მათი დახმარება აღსრულების პროცესში უნდა იყოს უკიდურესი გამოსავალი. როდესაც ისინი ბინაზე მიდიან, მათი მთავარი ამოცანა მოლაპარაკება, ახსნა-განმარტებაა. დასრულდა ის პრაქტიკა, რასაც ერქვა ძალისმიერი გამოსახლებები, ბინაზე მყოფი ბავშვების შოკში ჩაგდებები, რომელიც მრავლად გვახსოვს მანამდე. ჩვენი მიზანი არავის გამოსახლება არ არის. ჩვენ ვიცავთ როგორც დებიტორის, ისე კრედიტორის უფლებებს. დღეს აღსრულების პოლიციელი რეალურად პოლიციელი-მედიატორია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანმა სპეციალური სახელმწიფო წოდება დღეს აღსრულების 13 პოლიციელს მიანიჭა, ბიუროს 10 თანამშრომელს კი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის მადლობა გამოუცხადა, 8 პოლიციელს განსაკუთრებული სირთულის სამუშაოს შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის საჩუქარი - მაჯის საათი გადაეცა; კიდევ 4 პოლიციელს სპეციალური სახელმწიფო წოდება ვადაზე ადრე მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონიას იუსტიციის მინისტრის გარდა მისი მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ხელმძღვანელები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)