|
2018-06-27 14:44:09, 596 ნახვა
საზოგადოება
სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმუშავებს
ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, დღეიდან სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მორიგეობა დაიწყება. ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დემეტრე თავადებულის ქუჩის დასწყისში, სამაშველო სამსახურის მედპუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა და, საჭიროების შემთხვევაში, ზღვისპირა პარკის დამსვენებლებს პირველად დახმარებას ყოველდღიურად 10:00 საათიდან 22:00 საათამდე გაუწევს. სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები ასევე განთავსდება მახინჯაურისა და ხელვაჩაურის ტერიტორიებზეც. ამ დროისთვის ქალაქს სულ 16 ბრიგადა ემსახურება. აღნიშნული მომსახურება ზღვის საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება. დღეს, დამატებითი ბრიგადების მუშაობას ადგილზე გაეცნენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)