|
2018-06-27 11:55:23, 563 ნახვა
საზოგადოება
ყოველ შაბათ-კვირას ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზარი“ გაიმართება
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 30 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე, თბილისში, რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით - „თბილისური ბაზარი“ გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „თბილისურ ბაზარზე“ დედაქალაქში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა - აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმი იქნება წარმოდგენილი. „გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, რეგისტრაციის გავლასა და პროექტში ჩართვას შეძლებენ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და ამ კონკრეტულ ლოკაციებზე თავიანთი წარმოებული ნივთების გაყიდვა შეძლონ. საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ტურისტული სეზონია, ძალიან ბევრი ტურისტია და ეს შესაძლებლობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ყოველ შაბათ-კვირას ღონისძიებები გაიმართება. „ყოველი კვირის პარასკევს, შაბათსა და კვირას, ქალაქში კონკრეტული ადგილებია, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ, გაერთოთ და განიტვირთოთ. ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდება და მიხარია, რომ ასეთ ღონისძიებებზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)