23:42 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 11:46:30, 553 ნახვა

საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, მაჭავარიანის ქუჩაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, კიდევ ერთ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვა მაჭავარიანის ქუჩაზე, 12 223 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ცხადდება. 

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინებს ელოდებიან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ეს პრობლემა მოვუგვაროთ. ის 3500 ოჯახი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. კიდევ ერთ ლოკაციაზე - მაჭავარიანის ქუჩაზე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, იმისთვის, რომ პროცესში სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები ჩაერთონ. გამარჯვებული იქნება ის, ვინც  მერიას მინიმუმ  5000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართს გადმოსცემს, რათა ჯამში დაახლოებით, 80 ოჯახი დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების გარდა, მერია სხვა გამოწვევების დაძლევაზეც მუშაობს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics