|
2018-06-27 11:31:37, 581 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს ავღანეთის დელეგაცია ეწვია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლს ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლების დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს შუამდგომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით დაიგეგმა. დელეგაციის შემადგენლობაში იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სოციალურ საკითხთა სამინისტროს, ასევე, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სტუმრებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ ხელაძემ და განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლადო ჯავახიშვილმა უმასპინძლეს. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში აღდგენითი მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობას გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსსა და განრიდებისა და მედიაციის პროგრამას დაეთმო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. პროგრამის შედეგად 14-დან 21 წლამდე ასაკის 3100-ზე მეტი ახალგაზრდა სისხლისსამართლებრივ დევნას განერიდა. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მხოლოდ 9 პროცენტმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული, რაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით წარმატებული შედეგია. ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 21 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდება. საქართველოში მათი ვიზიტის მთავარი მიზანი პატიმრობის ალტერნატიული სანქციების გაცნობაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)