|
2018-06-25 20:25:27, 787 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები გემების ინსპექტირებას სამხრე კამერების მეშვეობით მოახდენენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები გემებზე ინსპექტირებას სამხრე კამერების მეშვეობით განახორციელებენ, ხოლო შემოწმების პროცესის ჩაწერა-მონიტორინგი უშუალოდ შემოწმებების გამჭვირვალობის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის. აღსანიშნავია, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს და ეწევა ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირებას მათი საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან შესაბამისობის დასადგენად. იმ შემთხვევაში, თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, აღმოჩნდება გემის მოწყობილობების, საბუთების, ეკიპაჟის კომპლექტაციის ან სხვა სერიოზული საკითხების შეუსაბამობა არსებული საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებთან, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორს უფლება აქვს ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით, შეაჩეროს ასეთი გემის გასვლა ნავსადგურიდან, ვიდრე შესაბამისი შენიშვნები არ იქნება მთლიანად შესრულებული და ნაკლოვანებები აღმოფხვრილი. ზემოაღნიშნული პროცესის გამჭირვალობისა და ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ინსპექტორების, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი პერსონალური სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვის თაობაზე. ვიდეოკამერები ინსპექტორების მუშაობის მონიტორინგისთვის გამოიყენება. ფოტო და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება, როგორც ვიზუალური მტკიცებულებები გემზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე, როგორც მტკიცებულებები გემების საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.
(NS)
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)