|
2018-06-25 14:47:43, 730 ნახვა
საზოგადოება
წეროვანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 19 პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
წეროვანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, 2 მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა და მათ ოპერაცია უტარდებათ. პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. 11 დაშავებული მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ხოლო 8 პაციენტი "ჯეოჰოსპიტალში" აგრძელებს მკურნალობას. შეგახსენებთ, წეროვანშიუ ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)