|
2018-06-23 10:43:34, 775 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 21 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, 21 მისამართზე სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ფეხბურთისა და კალათბურთის კარები აღდგება, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები, შეიცვლება ბალახის ხელოვნური საფარი, სტადიონების პერიმეტრზე კი, ლითონის ბადე მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. „ჩუღურეთის რაიონის მასშტაბით, 21 მოედნის რეაბილიტაცია დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. ჩვენი მიზანია, განახლებული სტადიონებით კიდევ ერთხელ მივცეთ მოტივაცია მოსახლეობას, დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. წლის განმავლობაში,დაგეგმილი გვაქვს ერთი ახალი სტადიონის მშენებლობა. მოსახლეობას ვთხოვ, გაუფრთხილდნენ იმას, რაც უკვე გაკეთებულია. ჩვენ ერთად უნდ ავიზრუნოთ,რომ დედაქალაქი უფრო გავალამაზოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 114 500 ლარი დაიხარჯება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)