|
2018-06-23 10:42:03, 738 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა
გვიან ღამით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს აეროპორტის მიწისზედა მომსახურების, ფრენების კოორდინირების, აეროდრომის, საავიაციო უშიშროების, სამედიცინო და სახანძრო სამაშველო სამსახურებმა. ასევე, სწავლებაში ჩართული იყო იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სცენარის მიხედვით, აეროპორტის მიმდებარე არაკონტროლირებად ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდის ავარიული დაშვება განხორციელდა. შეტყობინების მიღების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება დროულად მოხდა და სწავლების ფარგლებში პროცედურებით გაწერილი ყველა ნორმატივი - დაწყებული ხანძრის ლიკვიდაციით, დასრულებული საჰაერო ხომალდიდან მგზავრთა უსაფრთხო ევაკუაციით განხორციელდა. ტრიაჟის ზონაში მოხდა დაზიანებების მიხედვით დაზარალებულთა დახარისხება და შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარების ადგილზე გაწევა. ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლების შედეგები შესაბამისი სამსახურების ხელმძვანელებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერმა შეაფასა. ედუარდ მნაცაკანიანის განცხადებით, ამ სახის სწავლება საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად ტარდება. ,,მსგავსი სახის პრაქტიკული სწავლების მიზანი აეროპორტებში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. აეროპორტის თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, როგორ იმოქმედოს კრიტიკულ სიტუაციებში. სწორედ ამას ემსახურება ეს სწავლებები, რომელიც ქუთაისის აეროპორტში წელს უკვე არაერთხელ ჩატარდა“, - განაცხადა ედუარდ მნაცაკანიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)