|
2018-06-22 18:42:23, 1016 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და სულხან-საბას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” და შპს „სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები სასწავლო პრაქტიკისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმს ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და უნივერსიტეტის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით სასწავლო პრაქტიკას უნივერსიტეტის მიერ შერჩეული, სამართლის მიმართულების 12 სტუდენტი გაივლის. სტუდენტები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობასა და პროგრამების მიმდინარეობასაც გაეცნობიან, დაინტერესების შემთხვევაში აქტივობების ორგანიზებაშიც ჩაერთვებიან. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ძირითადი საქმიანობა დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა, რისკ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებაა. ცენტრის მუშაობის ძირითადი პროგრამები და მიმართულებებია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“, განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას და სხვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)