|
2018-06-21 13:27:57, 725 ნახვა
საზოგადოება
გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა
გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა. შესაბამისი ინფორმაცია BAMF-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. BAMF-ის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში თავშესაფარი საქართველოს 700-მდე მოქალაქემ მოითხოვა, ხოლო მაისში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 176 პირი შეადგინა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 5 თვის განმავლობაში (იანვარი-მაისი), თავშესაფარი საქართველოს 2 263-მა მოქალაქემ მოითხოვა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფარი სულ 68 368 ადამიანმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი სირიის მოქალაქე იყო. გერმანიას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 17587 სირიელმა მიმართა; ერაყი - 6 900 მოქალაქე, ნიგერია - 4794 მოქალაქე. ათეულში შევიდა ავღანეთი - 4 210; ირანი - 3 598; თურქეთი - 3 191, სომალი - 2 470 და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)