|
2018-06-20 18:55:10, 990 ნახვა
საზოგადოება
საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს
ავიაკომპანია „სერვისეარის" და ტურისტული კომპანია "Vanilla Sky"-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ "Rallye Aéro France"-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის უმასპინძლებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ევროპულმა რალიმ 16 ივნისს, საფრანგეთში აიღო სტარტი. დადგენილი განრიგით, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ, 23 ივნისს, 18 ერთეული მცირე ზომის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. საჰაერო ხომალდების მფლობელები, პილოტები და მათი თანმხლები ტურისტები საქართველოში ერთ კვირას დაჰყოფენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ფრენის გეგმების მიხედვით, საავიაციო რალის ქართული ნაწილი შემდეგი მარშრუტით წარიმართება: 24 ივნისს გაფრენა ბათუმიდან ნატახტარის აეროპორტში, 25 ივნისს გაფრენა ნატახტარიდან თელავის მიმართულებით, 26 ივნისს დაბრუნება ნატახტარის აეროპორტში, 27 ივნისს გაფრენა მესტიაში და 28 ივნისს გამოფრენა მესტიიდან ქუთაისში. 29 ივნისს, საჰაერო ხომალდები დატოვებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამსუნის მიმართულებით გაემგზავრებიან. რალის მონაწილე საჰაერო ხომალდებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვა სააგენტოს მიერ 20 ივნისს მიენიჭა. დოკუმენტაციის შესწავლას და "Rallye Aéro France"-სთვის ტექნიკური ხასიათის კონსულტაციების გაწევას საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მიმდინარე წლის თებერვლიდან ახორციელებდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)