|
2018-06-20 18:47:03, 839 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა
საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, პროექტი ფარგლებში, სკვერებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება. ბალანჩივაძის ქუჩაზე სკვერში ბავშვებისთვის გასართობი ზონა უკვე განთავსდა. საბავშვო-გასართობი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება დაგეგმილია ასევე, ბერიტაშვილის ქუჩაზე. სამივე სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში სკვერების რეაბილიტაცია ამ დროისთვის შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაიონში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და დასასვენებელი სივრცე გვქონდეს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სკვერების რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 388 769 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, „გრინსერვის+“ ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)