|
2018-06-19 12:46:22, 878 ნახვა
რეგიონი
„National Geographic Traveler“-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა
პოლონური “National Geographic Traveler” აჭარის შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. სტატია სახელწოდებით „ცხოვრების მთავარი მოგზაურობა“ მაგელანის ჯილდოს ლაურეატის, მწერლისა და ჟურნალისტის სერგიუს პინკვარტის აჭარაში მოგზაურობას აღწერს. „ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. ის ასევე, საუბრობს ალისა და ნინოს, არგონავტების, გონიოს ციხის შესახებ და ქართულ სტუმართმოყვარეობას უსვამს ხაზს. წელს, ეს პოლონური “National Geographic Traveler”-ის მეორე სტატიაა აჭარის შესახებ. პირველი სტატია მარტში გამოქვეყნდა, სადაც ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში იყო დასახელებული. ორივე სტატია ჟურნალში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით მომზადდა. დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 16 სამიზნე ქვეყანაში უწევს პოპულარიზაციას, სადაც აჭარის შესახებ თემატური სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები რეიტინგულ მედიასაშუალებებში გადის. გარდა ამისა, აჭარის ცნობადობის გაზრდა და რეგიონში ტურისტების მოზიდვა სამიზნე ქვეყნებში გარე რეკლამით, ონლაინ რეკლამით, სატელევიზიო რეკლამით, პრეს-ინფოტურების ორგანიზებითა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით ხორციელდება.
(NS)
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)