|
2018-06-19 12:10:01, 730 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი წვიმის გამო, 18-19 ივნისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 441 გამოძახება დაფიქსირდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 ივნისის 20:00 საათიდან 19 ივნისის 09:30 საათამდე ძლიერი წვიმის გამო სულ 441 გამოძახება დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, აქედან თბილისში – 292, ხოლო რეგიონებში – 149 გამოძახება დაფიქსირდა. „ყველაზე მეტი გამოძახება დედაქალაქში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან შემოვიდა. რეგიონებიდან კი მცხეთა-მთიანეთიდან (41 შეტყობინება) და იმერეთიდან (26 შეტყობინება). ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზებზე და დატბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ძლიერმა ქარმა კი დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებსა და ჩახერგილი გზების გაწმენდას. სამაშველო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)