|
2018-06-18 13:11:43, 800 ნახვა
საზოგადოება
პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს [ვიდეო]
პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 16 ივნისს თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებმა მიმართეს. უწყების ცნობით, მათ პოლიციელებს შეატყობინეს, რომ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან მდინარეში გადახტომას აპირებდა. „პატრულ-ინსპექტორებმა - გახო ონიანმა და გაგა ბზიკაძემ მოქალაქეთა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და 1986 წელს დაბადებული ზ.ჯ., რომელიც ხიდის მოაჯირზე იყო დაკიდებული, ამოიყვანეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)