22:55 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 18:10:33, 1004 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე აღიარება მოიპოვა

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ თბილისში, ღვინის მე-10 საერთაშორისო  კონკურსში “International Wine Competition  2018” მიიღო მონაწილება. 

კონკურსზე წარდგენილი იყო კოოპერატივის  პირველი მოსავლიდან დამზადებული  ღვინის    3 ნიმუში.  ღვინო - საფერავი და  კახური,  ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა,  ხოლო  რქაწითელი - ბრინჯაოს. 
კონკურსზე  60-მდე კომპანიისა და საოჯახო მარნის ღვინის 250  ნიმუში იყო წარდგენილი.  გამარჯვებული ღვინო 8 კატეგორიაში  გამოვლინდა.

კონკურსის ჟიურიში  ქართველ ენოლოგებთან - გიორგი დაქიშვილი, მიშა მესხი და ლევან მეხუზლასთან ერთად  მოწვეული იყვნენ  ღვინის მაგისტრები:  ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი), იზა ბაალი  (თურქეთი), სარა ებოტი ( დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ფუნიე ვოლკერი (ჩინეთი). 

აღნიშნული კონკურსი „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის - WinExpo Georgia 2018“-ის ფარგლებში გაიმართა. „WinExpo Georgia“-კომპანია „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება,  ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტო. 

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა 2017 წელს პირველად განხორცილდა და მის ფარგლებში  კახეთის რეგიონში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics