|
2018-06-04 15:58:08, 898 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებით მორთულ ზღვის სანაპიროს უამრავი ადამიანი ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად სტუმრობდა. მათი პოზიტიური განწყობის შექმნაზე დილიდან ისეთი დიჯეები და ბენდები ზრუნავდნენ, როგორებიცაა დიჯეი Chiki, Vako T, ლაშა გურული, Gabunia, ბენდი Groove Phoenix, Bedford Falls და დიჯეი The Drifter გერმანიიდან. ფესტივალის განმავლობაში ხალხმრავლობა და დიდი ჩართულობა იყო სპორტულ-გასართობ და საბავშვო აქტივობებში. მათ შორის იყო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისადმი მიძღვნილი კუთხე, სადაც ბავშვებსა და არამარტო მათ ოლიმპიადის თილისმა კუ მასკოტი გიგანტურ ჭადრაკის დაფასთან თამაშსა და სხვადასხვა გასართობ აქტივობებში ჩართულობისკენ მოუწოდებდა. სანაპიროზე მოწყობილი იყო ღია კაფე-ბარები და ბუნგალო, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურ ფასად შეეძინა სასმელები, ხილი, ნაყინი და საკვები. ფესტივალის ფორმატი და გარემო ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანს აძლევდა საშუალებას დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ. შთამბეჭდავი იყო საღამოს შოუ, რომელიც გერმანულმა ქალთა დასმა „Friedrichstadt Ballett” წარმოადგინა. ლათინო-ამერიკული ცეკვების გარდა, გუნდის წევრებმა პოპულარული ჰიტები შეასრულეს, რასაც მსმენელის ოვაციები მოჰყვა. გარდა ამისა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ცეცხლოვან შოუთი და გრანდიოზულ ფოიერვერკით დამტკბარიყვნენ. ფესტივალი ღამის სამ საათამდე გაგრძლდა და ის დიჯეიმ Gabunia დაასრულა. წელს, აჭარა ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება. რეგიონში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს მთიანი აჭარის საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ.
(NS)
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





