|
2018-05-30 15:54:35, 1090 ნახვა
სამხედრო
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2 წლის იუბილეს აღნიშნავს
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, უწყების მაღალჩინოსნები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ. ცენტრის პირად შემადგენლობასა და მოწვეულ სტუმრებს იუბილე ლევან იზორიამ პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყოველდღიური მზადყოფნითა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებით ვუახლოვდებით ნატოს, რაც იძლევა შესაძლებლობას ახლო მომავალში საქართველო გახდეს იმ ალიანსის ერთ-ერთი სრულფასოვანი წევრი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ღირებულებების და პრინციპების დაცვას. ლევან იზორიას განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ჩართულ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ხელფასები გაეზრდება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს თავდადებული შრომისთვის და JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, ხოლო ცენტრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიცე-პოლკოვნიკი მარიუს ნილსენსი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით ნატოს მრჩეველთა ჯგუფის უფროსის გადაბარების ცერემონიაც გაიმართა და სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცათ. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა JTEC-ის შტაბის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს. ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. 2019 წლისთვის JTEC ყველა დონის საველე სიმულაციურ და ვირტუალურ სწავლებას როგორც სარდლობისა და ბრიგადებისათვის, ასევე ბატალიონის, ასეულისა და ოცეულისათვის უზრუნველყოფს.
(NS)
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)