|
2018-05-30 14:12:08, 1691 ნახვა
პოლიტიკა
„ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 27% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17% კი, ენმ-ს“ - IRI-ს კვლევა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 27% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა. კვლევაში მეორე ადგილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იკავებს, რომელსაც ხმას მოსახლეობის 17% მისცემდა, მესამე ადგილზე "ევროპული საქართველოა" - 7%-ით. "ლეიბორისტულ პარტია" - 5%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, "დემოკრატიული მოძრაობა" - 3%, "ახალი საქართველო" - 2%, "თავისუფალი დემოკრატები" - 1%, "გირჩი" - 1%. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ ხმას არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდა, ხოლო 14%-მა კითხვა უპასუხოდ დატოვა. კითხვაზე - რომელ პოლიტიკურ პარტიას არასდროს მისცემდეთ ხმას, მოსახლეობის 27%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემდა 24%, "დემოკრატიულ მოძრაობას" კი 10%. დანარჩენი პარტიების პროცენტულობა შემდეგნაირად გადანაწილდა: "გირჩი" - 9%, "პატრიოტთა ალიანსი" - 9%, "ლეიბორისტული პარტია" - 8%, "ევროპული საქართველო" 8%, "ახალი საქართველო" 6%, "რესპუბლიკური პარტია" - 5%, "თავისუფალი დემოკრატები" - 3%. ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)