16:06 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 18:54:51, 936 ნახვა

რეგიონი
სოლომონ პავლიაშვილმა „2030 წლის მდგრადი განვითარების კონფერენციაზე“ გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კონფერენციაზე „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაცია“-ზე სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

„აშკარაა, რომ ჯანსაღი გარემო ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ვაღიარებთ რა გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს დაბინძურების მაქსიმალურად შემცირებით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“, - განაცხადა მან.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი კომპონენტი წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვან ნაწილს.

 აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარების მიზნების პროცესში, მნიშვნელოვანია მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ტყის მდგრადი განვითარება.

„2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაციის კონფერენცია თბილისში“ ორდღიანია. მონაწილეები მდგრადი განვითარების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ და დანერგილ პრაქტიკასა და გამოცდილებას განიხილავენ.

კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს აღმსრულებელი ხელისუფლებისა და საკანონდებლო ორგანოს წევრები, გაეროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics