|
2018-05-28 15:49:27, 1690 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან და ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურმა აცნობა. "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, როდესაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ, პარლამენტმა საზედამხედველო ფუნქცია უნდა აიღოს. "ვხედავთ, რომ სახელმწიფო კი არ იცავს ამ ადამიანებს, არამედ უპირისპირდება. როდესაც ასეთ საზარელ შემთხვევაზე ოჯახის წევრებს და არა მხოლოდ, გამოძიებასთან ძალიან ლეგიტიმური კითხვები და პრეტენზიები უჩნდებათ, ყველაზე სწორი გამოსავალი არის პარლამენტმა აიღოს საზედამხედველო ფუნქცია. ამ ვითარებაში ადეკვატურია, რომ პარლამენტი ჩაერთოს და ჩვენ ვკითხოთ გამოძიებას, თუ რატომ დარჩა ამდენი კითხვა დაზარალებულ ოჯახს. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით ძალიან ცუდი პრაქტიკა გვაქვს. ფაქტობრივად არც ერთი არგუმენტი არ არსებობდა, რატომ არ უნდა შექმნილიყო ეს კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე. სამწუხაროდ, პარლამენტის მზაობა, რომ კანონით დადგენილი პროცედურებით ჩაერთოს და ზედამხედველობა განახორციელოს, აქამდე არ ყოფილა. ჩვენი ვალია ეს საკითხი დავაყენოთ, "ქართული ოცნება" დავარწმუნოთ და ცივილიზებული, სწორი გზით წარვმართოთ ეს პროცესი. ჩვენ უნდა დავადგინოთ რა ინტერესი აქვს გამოძიებას, დაზარალებულის ოჯახს რომ უპირისპირდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)