|
2018-05-27 23:24:37, 1705 ნახვა
პოლიტიკა
ზაზა სარალიძე: დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რომ ხვალ იგივე არ გაგრძელდეს
დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რომ ხვალ იგივე არ გაგრძელდეს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნუ მომკლავ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დავით სარალიძის მამის თქმით, ექსპერტები ადასტურებენ, რომ მისი შვილის მკვლელობისას საქმეში არსებული ორი დანის გარდა, სხვა ნივთებით იყო გამოყენებული. „დღესაც მორიგი პროცესი ჩატარდა, იქიდან მოვდივარ პირდაპირ, სადაც თვალნათლივ, პირდაპირ და დადასტურებულად, კატეგორიულად დაადასტურეს ექსპერტებმა, რომ ჩემი შვილის სხეულზე არ იყო გამოყენებული მხოლოდ ის ორი დანა, რომლითაც მას ჭრილობები მიაყენეს და არ იყო გამოყენებული მარტო დანები. იყო გამოყენებული სხვა საგნები, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით დამალა. სამხარაულის ექსპერტიზამ ფაქტობრივად გაანადგურა ერთ-ერთი დანა, რომელზეც აღარ შეიძლება ხელმეორედ ექსპერტიზის ჩატარება. მაქსიმალურად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. როდესაც პროკურორ გუგუშვილს მოთხოვნა წავუყენე, რომ თუ სამართლიანობა არ იზეიმებს, უკაცრავად გამოთქმისთვის, მალალეტკების ომი დაიწყებათქო, დაიწყოს არაუშავს, ეგ ჩემი პრობლემა არ არისო“, – განაცხადა სარალიძემ. მოკლული დავით სარალიძის მამამ აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა. „მე მჯერა თქვენი, მე მჯერა ჩვენი ერთიანობის, რომ მომავალი თაობა ჩვენია და ეს ყოველთვის გვემახსოვრება. დიდი მადლობა ისევ და ისევ. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. ძალაინ დიდი მადლობა“, – დასძინა სარალიძემ. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია ლოზუნგით – #ნუმომკლავ ზაზა სარალიძის ორგანიზებით გაიმართა.
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)