|
2018-05-25 14:52:45, 1157 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მწამს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მომავალში ქვეყნის დეოკუპაციის სამართლებრივ საფუძველს შექმნის
„მწამს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს მართლმსაჯულების რწმენას დაუბრუნებს და მომავალში ქვეყნის დეოკუპაციის სამართლებრივ საფუძველს შექმნის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, დანაშაულებებსა და ოკუპაციაზე საქართველოს, როგორც ევროპული ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანის პასუხი სამართლებრივი და პოლიტიკურია. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად, საქართველომ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა და გაწეული სამუშაოსთვის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა. „არ შემიძლია არ გამოვეხმაურო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეს - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" , რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჩადენილ მასობრივ დარღვევებს და დანაშაულებებს. 23 მაისს სტრასბურგში, სამართლებრივი დავა გაიმართა საქართველოსა და რუსეთს შორის, და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში საქართველოს მხარეს, ნამდვილად იყო მტკიცებულებებით გამყარებული სიმართლე. საქართველო არის ევროპული ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანა და სწორედ ამიტომ, 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, დანაშაულებებსა და ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი არის სამართლებრივი და პოლიტიკური. რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად, საქართველომ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რისთვისაც მინდა, პირადად თეა წულუკიანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. მე საქმის კურსში ვიყავი, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე, განხორციელებული სამუშაოების შესახებ. დეტალებში ვიყავი ჩახედული და ეს იყო ტიტანური შრომა - მტკიცებულებების შეგროვება, მოპოვება, მათი სამართლებრივი ტრანსფორმაცია და წარდგენა სტრასბურგში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციების წარმოსაჩენად. ასეულობით დოკუმენტი და მტკიცებულება იქნა შესწავლილი, რის შედეგადაც სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება - ვიდეო და ფოტო მასალები, რადარების მონაცემები, ექსპერტების დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები და ა.შ. საგულისხმოა, რომ ეს საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს და 17 ქვეყნის მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული, თავად მისთვისაც არის პრეცედენტულია. მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რაც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს მართლმსაჯულების რწმენას დაუბრუნებს და მომავალში ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)