16:06 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 13:02:04, 756 ნახვა

რეგიონი
ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად, დღეს სტადიონის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს კომპანიის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონების მშენებლობა დასრულდა და დაწყებულია მათი გადახურვა 10-დან 8 სექტორში, ანუ სამუშაოების  75 % დასრულებულია. შესრულებულია ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 60 %, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა. ივნისის თვიდან იარუსების (სკამების) მოწყობა დაიწყება.

პარალელურად დაწყებულია მეორე სართულის გარკვეულ მონაკვეთებზე კოლონების დახურვა. სექტემბრიდან დაიწყება ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. ამ დროისთვის სამუშაოებზე 200 ადამიანია დასაქმებული.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სამშენებლო პროცესში მეხუთე კლასის შენობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები არიან ჩართული.

სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.

ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics