11:24 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 15:36:44, 2258 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთში ქართველი ოფიცრის სახელობის სკვერი გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქ კრაკოვში, ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი, კრაკოვის მერი იაცეკ მაიხროვსკი, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაროსლავ შარეკი, დეპუტატი კორნელ მორავიეცკი და გიორგი ტურაშვილის შვილი.

სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაზე და ყურადღება გაამახვილა პოლონეთის არმიაში მოღვაწე ქართველი ოფიცრების როლის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ქართველი ოფიცრის საფლავი მოინახულა.

100 წლის იუბილეს ფარგლებში, ქ. კრაკოვში,  ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში ასევე მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით „პოლონეთის არმიის ქართველი საკონტრაქტო ოფიცრები".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics