11:24 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-19 11:53:05, 2569 ნახვა

მსოფლიო
ჰავანაში ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კუბის დედაქალაქში მომხდარ ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კუბური გამოცემა Granma-ს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შემდეგ მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა, თუმცა ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედიის ცნობით,  მგზავრი დამწვრობებისაგან გარდაიცვალა. დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„ბოინგ 737“-ს ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჰავანის აეროპორტიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა და აფეთქდა.

ABC News-ის ცნობით, თვითმფრინავი 1979 წელს იყო გამოშვებული, ამიტომაც, ავარია ტექნიკური მიზეზებითაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

 კატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია.

სამგზავრო ლაინერი „ბოინგ 737“  გუშინ ჰავანაში აფრენისთანავე ჩამოვარდა. ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 104 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics