14:16 - 26 Sep, 2026
|
2018-05-18 20:36:06, 2376 ნახვა
მსოფლიო
ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სანტა-ფეს სკოლაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. სროლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ეხმაურება და აცხადებს, რომ სამართალდამცველები სიტუაციას აკონტროლებენ. CNN-ის ინფორმაციით, სროლასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ამ სკოლის მოსწვლეა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი ხელოვნების საკლასო ოთახში გახსნა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ამერიკული მედიის მონაცემებით, ეს აშშ-ის სკოლებში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სროლის მესამე შემთხვევაა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 22-ე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)