|
2018-05-18 17:58:53, 886 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რეპუბლიკაში გრძელდება
16-18 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს დელეგაციის სტუმრად ყოფნის დღეებში ასტანაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც ოფიციალური პირების და მიწვეული სტუმრების წინაშე ჯგუფი „ინსაითი" და ნინო ქათამაძე წარსდგნე17 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკური ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გახსნა და იგი გლობალურ განვითარებას, ციფრულ ეკონომიკას, თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებს ეხებოდა. ზურაბ პატარაძემ არაერთი შეხვედრა გამართა ყაზახეთის რეპუბლიკის სამთავრობო და კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბაჰიტჟან საგინტაევთან, ქალაქ ასტანის აკიმთან (მერი) ასეკ ისეკეშევთან და ყაზახური კომპანიის „ყაზმუნაი გაზის" მმართველი საბჭოს ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის წარმატებულ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით. ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და სატრანსპორტო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში ორი ქვეყნის ჩართულობას, ამ მხრივ აღინიშნა აბრეშუმის გზის მარშრუტის განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის აქტიური მონაწილეობა, სარკინიგზო სატრანზიტო პროექტების მიმართ ასტანას მზარდ დაინტერესებას.
(NS)
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





