|
2018-05-18 11:29:47, 626 ნახვა
რეგიონი
დავითაშვილი დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო
ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვირში ფერმერებს შეხვდა და ინფორმაცია ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ მათგან მოისმინა. მინისტრი იმყოფებოდა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბშიც, სადაც მავნებლის იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში, მიმდინარეობს მონაცემების განახლება და ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები. ღონისძიებების შესახებ მოსახელობის ოპერატიულად ინფორმირების მიზნით, ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, მუშაობს ცხელი ხაზი. „საკოორდინაციო შტაბი მუშაობს ორგანიზებულად, უწყვეტ რეჟიმში, იმ დაგეგმილი სქემით, რომელიც შემუშავებული აქვს სამინისტროს. 2017 წელი გამოწვევის პირველი წელი იყო. ამ პერიოდში ჩვენ დაგვიგროვდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილება. წელს, სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია მნიშვნელოვანი რესურსი, გაზრდილია მოსახლეობის აქტიურობაც. ჩვენ გვექნება ხელშესახები შედეგი, თუმცა სახელმწიფოსთან ერთად ბრძოლის პროცესში მოსახელობის აქტიური ჩართულობას აქვს, ფაქტობრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან, საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელთან ლაშა შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ანჟელის მასივში არსებული სიმინდის საყანე ფართობები და განთავსებული მონიტორინგის სისტემები დაათვალიერა. იმისათვის, რომ აზიური ფაროსანა ტყიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე არ გავრცელდეს, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 10 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. დღეის მდგომარეობით, მობილიზებული სპეციალიზებული მაღალი გამავლობის ტექნიკით, აჭარაში, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 30 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით, 1000-მდე ჰექტარი.
(NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)