|
2018-05-18 10:50:37, 2614 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა თავისი ხელფასი ვეტერანების სამინისტროს გადასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი პირველი კვარტლის ხელფასი ვეტერანთა საქმეების სამინისტროს შესწირა. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სარა სანდერსმა განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი თავის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს. ტრამპის ქონების ოდენობა დაზუსტებულადარავინ იცის, თუმცა მიიჩნევა, რომ ის მილიარდერია. ის აქამდე ბიზნესმენი და შოუმენი იყო. ექსპერტების დიდ ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ მისი ქონება 10 მილიარდს აღემატება. თავად ტრამპი კი აცხადებს, რომ მისი ქონება 3,2 მილიარდია. აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი წლიურად 400 ათასი დოლარია. მის უსაფრთხოებასა და მგზავრობაზე, მათ შორის შვებულებაზე, წელიწადში ათობით მილიონი დოლარი იხარჯება. მას ასევე შეუძლია განკარგოს წელიწადში 50 ათასი დოლარი პირადი საჭიროებისთვის, 19 ათასი დოლარი გართობისთვის, 100 ათასი დოლარი კი მოგზაურობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)