11:24 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 12:48:58, 2881 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეი ღაზას საზღვართან მომხდარ ძალადობას „ტრაგიკულსა და შემაშფოთებელს“ უწოდებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ღაზას საზღვართან მომხდარ ძალადობას „ტრაგიკულსა და შემაშფოთებელს“ უწოდებს.

ამის შესახებ მან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ისრაელის შენაერთებმა ათობით პალესტინელი დახოცეს, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას საჭიროებს, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

"მინდა გამოვეხმაურო ღაზაში განვითარებულ მოვლენებს, ის რაც ვნახეთ, ტრაგიკული და შემაშფოთებელია. ორივე მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. აუცილებელია გამოიძიება იმისა, თუ რა მოხდა. პალესტინელებს პროტესტის უფლება აქვთ. მაგრამ ეს პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. შეშფოთებულები ვართ ექსტრემიზმის ელემენტებით, რომელიც აქციისას შევამჩნიეთ, ისრაელს კი საზღვრების დაცვის უფლება აქვს. ყველას ინტერესებშია მშვიდობა და სტაბილურობა“,- განაცხადა მეიმ.

ერდოღანმა კი, რომელიც ბრიტანეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, ყველა პალესტინურ ოჯახს მიუსამძიმრა, რომლებმაც ღაზას საზღვართან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახლობლები დაკარგეს.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზას სექტორის საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა.

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია 58 ადამიანი, მათ შორის მოზარდები. დაშავებულთა რიცხვი 2 700-ს აღემატება, მათგან 130 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics